რეგიონი
ხაიშში პოლიციელს სცემეს
ხაიშში პოლიცილეს სცემეს, დაკავებულია სამი და მიმალულია ორი პირი. შემთხვევა მესტიის მუნიციპალიტეტში პარასკევს გვიან ღამით, კომენდანტის საათის დროს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ხაიშის ცენტრში 5 მამაკაცი კომენდანტის საათის დროს გადაადგილდებოდა, როცა პოლიციამ მათ სახლში წასვლისკენ მოუწოდა. ამის შემდეგ მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რაც ფიზიკურში გადაიზარდა.

პოლიციამ მეორე დღეს სამი ადამიანი დააკავა, ორს კი ამ დრომდე ეძებენ.

გამოძიებას შსს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით აწარმოებს
Print