ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსის 63 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 323 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 63 -ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ამ ეტაპზე, გუდაუთის კლინიკაში 41 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 14 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 36 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათგან 7 მძიმე მდგომარეობაშია, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 10, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში - 12, ტყვარჩელის საავადმყოფოში კი - 3 პაციენტი იმყოფება

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 065 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 13 350, გარდაიცვალა - 220 კოვიდინფიცირებული პაციენტი.

Print