ახალი ამბები
ნინო ვიბლიანი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველ მოადგილედ დაინიშნა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ ნინო ვიბლიანი დაინიშნა. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, შესაბამის განკარგულებას გუბერნატორმა მალხაზ თორიამ ხელი დღეს მოაწერა.

აქამდე ნინო ვიბლიანი სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოსტს იკავებდა, ის აღნიშნულ თანამდებობაზე 2018 წლის აგვისტოს დაინიშნა.

2012-2018 წლებში ნინო ვიბლიანი მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი იყო ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში, 1997-2011 წლებში კი ჭუბერის საჯარო სკოლის პედაგოგი. ის პროფესიით ეკონომისტია, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
Print