ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 96 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 226 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან, სამეგრელო-ზემო სვანეთში 96 დაფიქსირდა. 

ვირუსისგან კიდევ 688 პირი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობაა 283 557-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 981 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 226 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 731 შემთხვევა, აჭარა - 101, იმერეთი - 75, ქვემო ქართლი - 61, შიდა ქართლი - 56, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 96, კახეთი - 49, მცხეთა-მთიანეთი - 29, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.


საკარანტინე სივრცეებში 224 ადამიანია მოთავსებული, ხოლო თვითიზოლაციაში 19 900 ადამიანი იმყოფება.
Print