ახალი ამბები
რუხის კლინიკაში კოვიდინფიცირებული 2 პაციენტი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორივე პაციენტი რუხის კოვიდკლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს. ერთი მათგანი, 71 წლის ქალი ზუგდიდის მკვიდრია, ხოლო მეორე, 65 წლის მამაკაცი ხობის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა.

ინფორმაციისთვის, ამ ეტაპისთვის რუხის კოვიდკლინიკაში 176 პირი მკურნალობს, მათგან 17-ის მდგომარეობას მედიკოსები მძიმედ აფასებენ.

ბოლო 24 საათში რეგიონში 96 ინფიცირების ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

Print