ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 91 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 271 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან, 91 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო დღე-ღამეში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 751 კვლევა ტესტით, მათ შორის, 14 187 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 564 PCR ტესტით.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 729 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 284 286-მდე. კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 992 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 271 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 781 შემთხვევა, აჭარა - 98, იმერეთი - 71, ქვემო ქართლი - 52, შიდა ქართლი - 53, გურია - 41, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 91, კახეთი - 48, მცხეთა-მთიანეთი - 27, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 232 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში 21 834 ადამიანი იმყოფება.
Print