ახალი ამბები
უაქციზო სიგარეტის შენახვისთვის სამი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 7 500 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 32 250 ლარს შეადგენს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ამოღებულია დაკავებულების მართვის ქვეშ მყოფი ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

Print