ახალი ამბები
მეუფე სტეფანემ ჭყონდიდელი სასულიერო პირები მღვდელმსახურებიდან არ განკვეთა
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ეპარქიის 3 მღვდელმსახური, რომელსაც ეკლესიიდან განკვეთით ემუქრებოდა, არ განკვეთა. როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ მის მიერ მივლენილ მღვდლებს წირვა-ლოცვის საშუალება ეძლევათ.

რაც შეეხება მეუფე სტეფანეს მოწოდებას ხვალ ბზობის დღესასწაულზე დაგეგმილ წირვაზე სხვადასხვა ეპარქიიდან სასულიერო პირების ჩამოსვლის შესახებ, დასჯილი სასულიერო პირები ამბობენ, რომ ამან შესაძლოა დაპირისპირება გამოიწვიოს. ამაზე პასუხისმგებლობას კი ისინი მიტროპოლიტს აკისრებენ. ამასთან დაკავშირებით მეუფე სტეფანემ აღნიშნა, რომ თუ კი არსებობს მსგავსი საშიშროება, სასულიერო პირებმა პოლიციას უნდა შეატყობინონ.
Print