ახალი ამბები
სალხინოს ტაძართან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
მარტვილის სოფელ სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. ერთმანეთს მეუფე სტეფანეს მხარდამჭერები, ადგილობრივი მრევლი და სასულიერო პირები დაუპირისპირდნენ.

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ეკლესიასთან ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია მივიდა, რომელსაც დაპირისპირებული მხარე მოსახლეობის მიწების მითვისებაში ადანაშაულებს. მასვე უკავშირებენ ჭყონდიდის ეპარქიაში არსებულ უთანხმოებასაც. სასულიერო პირების მხარდამჭერები ამბობდნენ, რომ სანამ ბიზნესმენი მიმდებარე ტერიტორიას არ დატოვებს, ისინი მეუფე სტეფანეს ტაძარში არ შეუშვებენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სალხინოში მივიდა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსი ნიკოლოზ დიასამიძეც.
Print