ახალი ამბები
აფხაზეთში კორონვირუსით კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ბოლო მონაცემებით, 236 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 32 - ს Covid – 19 დაუდასტურდა. ოპერატიული შტაბის მონაცემებით, 26 აპრილს კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. 1939 წელს დაბადებული ქალი გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობდა.

ამავე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გუდაუთის კლინიკაში 44 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 13 მძიმე მდგომარეობაშია. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 37 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 14, გაგრის საავადმყოფოში - 13, ტყვარჩელში კი - 5 პაციენტი იმყოფება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 321 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 13 479, გარდაიცვალა - 222 კოვიდინფიცირებული პაციენტი.


Print