რეგიონი
ზუგდიდში მამაკაცი დაჭრეს
ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. დანაშაული, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დევნილთა ჩასახლებაში მოხდა. ახლობლების ინფორმაციით, დაჭრილს სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში გაუწიეს, თუმცა ის ბინაზე უკვე გაწერეს.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე ტარდება.
Print