ახალი ამბები
რეაბილიტაციის შემდეგ ენგურჰესი ამუშავდა
სამთვიანი რეალიბილიტაციის შემდეგ გუშინ, 2021 წლის 27 აპრილს ენგურჰესი ერთიან ქსელში ჩაერთო. ადმინისტრაციის ინფორმაციით, სადერივაციო გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმატებით დასრულების შემდეგ, ქვეყნის უდიდესი ჰიდროლექტროსადგურის ჰიდროაგრეგატები 17.40-ზე ამუშავდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ასეთი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა, 15 წელია, არ ჩატარებულა.

მინისტრის თქმით, ჰესის სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად, წყლის დანაკარგები 20%-30%-იანი მაჩვენებლით შემცირდება, რაც წელიწადში დამატებით დაახლოებით 90 მლნ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის გამომუშავებას გულისხმობს.

„ენგურჰესი არის ჩვენი ძალიან დიდი სიმდიდრე, რომელიც გვაერთიანებს ქართველებსა და ჩვენს აფხაზ დებსა და ძმებს. დღეიდან ენგურჰესი არის მწყობრში და აწვდის ელექტროენერგიას სრულიად საქართველოს,“ - განაცხადა თურნავამ.

ენგურჰესი სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის მიზნით, 2021 წლის 20 იანვარს გაჩერდა. 

რეაბილიტაციის პროექტის სრული ღირებულება 45 მილიონ ევროს შეადგენს. აქედან, 7 მლნ ევროკომისიის გრანტია, 38 მლნ კი - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საფინანსო რესურსი, უშუალოდ გვირაბის რეაბილიტაციისთვის კი 8 მლნ ევრო გამოიყო.

ამავე თემაზე:

პრემიერი: ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის ენგურჰესის მნიშვნელობა დიდია
Print