ახალი ამბები
მხარის რწმუნებული აშშ-ს ელჩს შეხვდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა, ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია, კულტურის ატაშე ალთეა ქოული-მარფი და პოლიტიკური მრჩეველი უილიამ სიბერი ესწრებოდნენ.

სახელმწიფო რწმუნებულმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ქვეყნისა და რეგიონის მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

,,მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ მხარდაჭერისთვის რასაც ჩვენი რეგიონის მიმართ იჩენთ. USAID სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში ჩვენი მოქალაქეები იღებენ სარგებელს ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის სფეროების განსავითარებლად. ასევე მინდა გამოვყო ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საქმიანობა, რომელმაც ჩვენს რეგიონში არაერთი სკოლის სრული რეაბილიტაცია მოახდინა და დამატებით ათასობით მოსწავლეს მისცა შესაძლებლობა თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით ისარგებლოს. მადლობა ჩვენი ქვეყნის და რეგიონის გვერდში დგომისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის“, უთხრა სახელმწიფო რწმუნებულმა ელჩს.


Print