რეგიონი
კელი დეგნანმა ზუგდიდში ამერიკული კუთხის გაფართოება აღნიშნა
დღეს ზუგდიდში აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, მერ გიორგი შენგელიასთან ერთად, ამერიკული კუთხის გაფართოება აღნიშნა.

საელჩოს თანამშრომლობა ზუგდიდის საჯარო ბიბლიოთეკასთან 14 წლის წინ დაიწყო და ათასობით ბავშვს ინგლისური ენის პრაქტიკისა და ახალი უნარების შესწავლის შესაძლებლობა მისცა.

ამერიკულ კუთხეს საკმარისი სივრცე არ ჰქონდა და აქედან გამომდინარე, საელჩოს და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ერთობლივი მუშაობით მისი გააფართოება მოხდა. მისი მიზანია ყველას ჰქონოდეს შესაძლებლობა განავითაროს ის უნარები, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ-ეკონომიკური განვითარებისა და დასავლური ინტეგრაციისთვის არის საჭირო.

განახლებული სივრცის დათვალიერების შემდეგ, ელჩი ბოტანიკურ ბაღში, ამერიკული კუთხის მიერ მოწყობილ კონცერტსა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენას დაესწრო.

კონცერტის ბოლოს, კელი დეგნანმა ამერიკული კუთხის მოხალისეები და პროექტის ფარგლებში მიმდინარე სხვადასხვა პროექტების ხელმძღვანელები სერთიფიკატებით დააჯილდოვა.


Print