რეგიონი
მომავალი კვირიდან ზუგდიდში Covid 19-ის წინააღმდეგ სინოფარმითაც აიცრებიან
4 მაისიდან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კორონავირუსის წინააღმდეგ სინოფარმის ვაქცინით ვაქცინაცია იწყება. ინფორმაციას საავადმყოფოს ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც კლინიკის დირექტორი ნიკა ჭეჟია ამბობს, სინოფარმით ვაქცინაცია იწარმოებს ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, ხოლო ხუთშაბათსა და შაბათს ვაქცინაცია ასტრაზენეკას ვაქცინით გაგრძელდება.

ამ დროისთვის სინოფარმის ვაქცინით ვაქცინაციაზე რეგისტრირებულია 187 ადამიანი.
Print