ახალი ამბები
მამა-შვილის დაჭრისას შსს-ს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალ აბასთუმანში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

"დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, რამაც ორი პირის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წუხელ, გვიან ღამით, ზუგდიდის სოფელ აბასთუმანში, სავარაუდოდ, აფხაზეთის ა/რ პოლიციამ მამა-შვილი დაჭრა. დაშავებულების ოჯახის წევრებისა და თვითმხილველების ინფორმაციით, საუბარია კონტრაბანდული სიგარეტის გადმოტანის მცდელობაზე. მათივე ცნობით, სამართალდამცავების მხრიდან წინასწარი გაფრთხილება არ ყოფილა და მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა მამა-შვილი დაჭრეს, მათ ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. 

ამ ეტაპზე ძანძავები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებული.

ამავე თემაზე: 

დაკავებულები იყვნენ და ამის შემდეგ მოხდა გასროლა - ზუგდიდში დაჭრილი მამა-შვილის ადვოკატი

აბასთუმანში, სავარაუდოდ, კონტრაბანდული სიგარეტის გადმოტანისას, მამა - შვილი დაჭრეს
Print