საზოგადოება
დღეს აღდგომაა
დღეს მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ღამისთევისმსახურება შესრულდა.

აღდგომას წინ უძღვის 40–დღიანი მარხვა, აღსარება და ზიარება. ქრისტეს აღდგომა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. სახარების მიხედვით, იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა.
Print