ახალი ამბები
სამეგრელო - ზემო სვანეთი კორონავირუსი კიდევ 76 პირს დაუდასტურდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 788 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან, სამეგრელო-ზემო სვანეთში 76 დაფიქსირდა. ბოლო დღე-ღამეში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 790 კვლევა ტესტით, მათ შორის, 4 802 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 988 PCR ტესტით.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 206 პირი, ხოლო გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 788 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 384 შემთხვევა, აჭარა - 106, იმერეთი - 64, ქვემო ქართლი - 43, შიდა ქართლი - 30, გურია - 17, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 76, კახეთი - 40, მცხეთა-მთიანეთი - 13, სამცხე-ჯავახეთი - 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 89 ადამიანი, ხოლო ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში 32 694 ადამიანი იმყოფება.

Print