ახალი ამბები
სინოფარმით ვაქცინაცია ზუგდიდსა და მესტიაშიც დაიწყო
Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოქალაქეების აცრა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში, მათ შორის, ზუგდიდსა და მესტიაშიც დაიწყო.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის ნიკა ჭეჟიას ინფორმაციით, პირველ დღეს კლინიკაში ჩინური ვაქცინით 23 ადამიანი აიცრა, არცერთ მათგანთან გართულება არ დაფიქსირებულა.

მესტიაში ვაქცინირებულია ორი ადამიანი. ისინი 18-დან 55 წლამდე ასაკის მოქალაქეები არიან.




Print