ახალი ამბები
მუხურში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში ტრანსპორტირების დროს წიწვოვანი სახეობის 12 დაუფირნიშებელი მრგვალი მორი აღმოაჩინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე ავტომანქანის ძარაზე იყო მოთავსებული.

უწყების ცნობით, მძღოლმა შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა, რის შემდეგაც ავტომანქანა დაილუქა.

Print