რეგიონი
მეორე მსოფლიო ომის მონაწილე კარლო ლაგვილავას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანს, კარლო ლაგვილავას ფაშიზმზე გამარჯვების დღე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ, ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ მიულოცეს.

რეგიონში მეორე მსოფლიო ომის 11 მონაწილე ცხოვრობს, თითოეულ მათგანს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისგან ფულადი დახმარებები ჩაერიცხათ. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

დღესვე სახელმწიფო რწმუნებულმა ზუგდიდის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში შინმოუსვლელთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
Print