ახალი ამბები
მარტვილში დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
მარტვილის სოფელ ლეხაინდრაოში უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 24 წლის ქალს დენმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაარტყა. შედეგად, ის ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.


Print