ახალი ამბები
„ბოლო ზარი“ შეზღუდვების ფონზე - ბანკეტები და ესკურსიები არ გაიმართება
სკოლებში „ბოლო ზარი“, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდება.
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაბამისი რეკომენდაციები უკვე გადაუგზავნა.

რეკომენდაციების თანახმად, „ბოლო ზარის“ ღონისძიების ორგანიზება შესაძლებელია მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე.

მათივე ცნობით, თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს. საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე და დაიცვას საჭირო დისტანცია.

ამასთან, საკოორდინაციო საბჭომ განიხილა და მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობების, ექსკურსიებისა და საზეიმო წვეულებების, ბანკეტების გამართვა.


Print