ახალი ამბები
"ქართული ოცნების" ლიდერები ზუგდიდში პარტიის წევრებს ხვდებიან
"ქართული ოცნების" ლიდერები ზუგდიდში, კომბინატის კულტურის სახლში, პარტიის წევრებთან შეხვედრას მართავენ. ისინი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებს განიხილავენ. პარტიის ლიდერებს შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა იმართება.

ზუგდიდში შეხვედრამდე, 22 მაისს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარტიის ორგანიზაციის ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ერთად, ბათუმში აჭარის პარტიულ აქტივს შეხვდნენ. 

ირაკლი კობახიძემ აჭარაში ყოფნისას განაცხადა, რომ პარტიის ხელმძღვანელობამ დაიწყო შეხვედრები რეგიონებში, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოსამზადებლად.


Print