ახალი ამბები
"ქართული ოცნების" მხარდამჭერები პარტიის შეხვედრაზე არ შეუშვეს
"ქართული ოცნების" მხარდამჭერები ზუგდიდელი დალი ლატარია და ლალი ანთია პარტიის შეხვედრაზე, რომელიც კომბინატის კულტურის სახლში მიმდინარეობს, არ შეუშვეს. ისინი ამბობენ,რომ პარტიის ლიდერებთან კითხვები ჰქონდათ, თუმცა შეხვედრაზე დასწრება ვერ მოახერხეს.

დალი ლატარია ამბობს, რომ ის დღეიდან მმართველი პარტიის მხარდამჭერი არ იქნება და შესაძლოა, გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდეს. ანთიაა თქმით, მას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია და არ იცის, თუ ვისი მხარდამჭერი იქნება მომავალში.

დღეს, 23 მაისს, "ქართული ოცნების" ლიდერები ზუგდიდში, კომბინატის კულტურის სახლში, პარტიის წევრებთან შეხვედრას მართავენ. ისინი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებს განიხილავენ. პარტიის ლიდერებს შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა იმართება.


Print