ახალი ამბები
1-ელი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვა მოიხსნება
1-ელი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნება და მათ საშუალება ექნებათ სტუმრები დახურულ სივრცეშიც მიიღონ. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ძალაში რჩება ქორწილის, ქელეხის თუ ბანკეტის გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვები.

„საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, 1-ელი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულიად მოიხსნა, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები დახურულ სივრცეში მიიღონ. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ძალაში რჩება შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ქორწილს, ქელეხს, ბანკეტს თუ სხვა“, -  აღნიშნა ღიბრაძემ.

ინფორმაციისთვის, საბჭოს გადაწყვეტილებით, 17 მაისს კვების ობიექტებს შესაძლებლობა მიეცათ მომხმარებლები ღია სივრცეში შაბათ-კვირასაც მიეღოთ.
Print