ახალი ამბები
აფხაზეთის სახელმწიფო სტატუსის განხილვას არც საქართველოსთან და არც სხვასთან არ ვაპირებთ - ასლან ბჟანია
"ქართული მხრიდან დევნილთა დაბრუნების საკითხი ოდესღაც იდგა, ახლა ეს საკითხი დახურულია", - ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ გამოცემა "არგუმენტი ი ფაქტის"განუცხადა. მისი თქმით, აფხაზეთში ქართველები ძირითადად გალის რაიონში ცხოვრობენ, დაახლოებით 45 ათასი ადამიანი, უმეტესობას არ აქვს "აფხაზეთის მოქალაქეობა", მაგრამ ისე ცხოვრობენ, როგორც ყოველთვის.

"საქართველოსა და აფხაზეთს შორის ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმება ხელმოწერილი არ არის. ისინი ჩვენ არ გვაღიარებენ, ვერ ხედავენ აფხაზეთს, როგორც სახელმწიფოს. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს არანაირი სახელმწიფოთაშორისი კონტაქტი. გვაქვს მხოლოდ ჟენევის მოედანი რუსეთის მონაწილეობით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ აფხაზეთის სახელმწიფო სტატუსის განხილვას არც საქართველოსთან და არც სხვასთან არ ვაპირებთ. ამას ხალხი განსაზღვრავს, აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ეს თემა სამუდამოდ დახურულია,"- აღნიშნა ბჟანიამ.

ჟურნალისთის კითხვაზე, "თუ როგორ ეგუებიან არაღიარებული რესპუბლიკის სტატუსს", ბჟანიამ უპასუხა, რომ ისინი აღიქვემენ ამას, როგორც მოცემულ რეალობას.

"რა თქმა უდა, ეს ართულებს ჩვენს ცხოვრებას. გასაგებია, რომ აეროპორტიც ამუშავდებოდა, რომ არა საქართველოს და სხვა სახელმწიფოების პოზიცია, რომლებიც მხარს უჭერენ მას. ჩვენ ყველასთან გვინდა მეგობრობა, ჩვენს ბავშვებსაც სურთ მოგზაურობა,, მაგალითად ათენში ან რომში... ჩვენ ამ შესაძლებლობას მოკლებულები ვართ. ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ეს სწორი და სამართლიანია. თუმცა, ამასთან დაკავშირებით არ ვდარდობთ და არც ვკომპლექსდებით. ჩვენ გვაქვს  გაჭრილი ფანჯარა მსოფლიოში, ფანჯარა ევროპაში, რუსეთის ფედერაციის გავლით..." , - უთხრა გამოცემას აფხაზმა ლიდერმა.




Print