ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში
სენაკის სოფელ ნოსირში სატვირთო მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. "ხიდი გადაიარა და დაბლა ჩავარდა, მარტო მძღოლი იყო და არ დაშავებულა, დაზიანებები არ ეტყობოდა და კონტაქტური იყო", - გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
Print