ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსისგან 95 პაციენტი გამოჯანმრთელდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 358 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 320 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 038 PCR ტესტით. გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 508 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან სამეგრელო - ზემო სვანეთი 48 დაფიქსირდა.

ქვეყნის მასშტაბით, ბოლო დღე-ღამეში ვირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 704, საიდანაც 3 965 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, 261 პაციენტი სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებშია მოთავსებული.


Print