ახალი ამბები
მარტვილის კანიონი და სხვა დაცული ტერიტორიები ვიზიტორებისთვის გაიხსნა
26 მაისიდან, საქართველოს ეროვნულ პარკებში მოგზაურობა შესაძლებელი გახდა. მარტვილის კანიონი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, ოკაცეს ჩანჩქერი(სოფ.კინჩხა) და კანიონი ვიზიტორთათვის გაიხსნა. სტუმრებს პარკების დათვალიერება ყოველდღე, 10:00-დან 18:00 საათამდე შეუძლიათ. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტორებმა კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებული რეგულაციები უნდა გაითვალისწინონ.

ინფორმაციისთვის, პანდემიის გავრცელებამდე, 2019 წელს დაცული ტერიტორიებიდან ყველაზე მეტი ვიზიტორი მარტვილის კანიონს ესტუმრა.

Print