ახალი ამბები
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ზუგდიდელ ახალგაზრდას შტატების საზღვაო აკადემიის დასრულება მიულოცა (ვიდეო)
ზუგდიდელ გენადი შამუგიას, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო აკადემიის კიბერუსაფრთხოების ფაკულტეტი წარჩინებით დაამთავრა, სწავლის დასრულება კამალა ჰარისმა მიულოცა.
ამერიკის ვიცე პრეზიდენტთან ერთად დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალს შტატების საზღვაო ძალების მდივანი ტომას ჰარკერი, ამერიკაში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. 

"ვულოცავ აშშ საზღვაო ძალების აკადემიის წარმატებით დასრულებას გენადი შამუგიას. ყოველწლიურად წარჩინებული ქართველი ახალგაზრდები აშშ მხარდაჭერით სწავლობენ საუკეთესო ამერიკულ სასწავლებლებში და პროფესიონალებად უბრუნდებიან სამშობლოს", - დაწერა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დავით ბაქრაძემ. 

გენადი შამუგია აშშ-ს საზღვაო აკადემიაში 2017 წელს, სრული დაფინანსებით ჩაირიცხა.


ამავე თემაზე: 

ზუგდიდელი სტუდენტები საზღვარგარეთ - პანდემია, შეცვლილი ცხოვრება და ახალი გამოწვევები (ფოტო/აუდიო)

ზუგდიდელი ახალგაზრდა აშშ-ის სამხედრო - საზღვაო აკადემიის სტუდენტი გახდა (ვიდეო)
Print