ახალი ამბები
სამეგრელოში კოვიდ-19 კიდევ 77 მოქალაქეს დაუდასტურდა
შტოპცოვ.გე-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის 723 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთში 77 დაფიქსირდა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 300 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 238 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 062 Pჩღ ტესტით.

ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 407 პირი, აქედან 60 სამეგრელოში.

ქვეყანაში ვირუსს კიდევ 18 ადამიანი ემსხვერპლა და პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ჯამში 4 757 ადამიანი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 403 შემთხვევა, აჭარა - 51, იმერეთი - 55, ქვემო ქართლი - 52, შიდა ქართლი - 19, გურია - 19, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 77, კახეთი - 36, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 397, საიდანაც: 3 815 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, 284 პაციენტი სამეგრელოს კოვიდკლინიკებშია მოთავსებული.

Print