ახალი ამბები
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა კიდევ ერთი მღვდელი განკვეთა
ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა მმართველმა, მიტროპოლიტმა სტეფანემ სალხინოს მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი მღვდელმსაუხრობიდან განკვეთა. მამა დანიელს (გვილავა) იღუმენის წოდება ჩამოერთვა და ამიერიდან ის მხოლოდ მონაზონია. ამის შესახებ მღვდელმა მიტროპოლიტისგან გაფრთხილება რამდენიმე დღის წინ მიიღო. სასულიერო პირებს შორის დავა სალხინოს მონასტერში ქონების აღწერას უკავშირდება.

მამა დანიელი და მამა ათენოგენი - განკვეთილი მღვდლები

მიტროპოლიტის მტკიცებით,  ქონების აღწერის საშუალებას სასულიერო პირების ნაწილი არ აძლევს და შესაძლოა პროცესში აუდიტი ჩაერთოს. ეპარქიის ახალი მმართველი მონასტერში კორუფციული ნიშნების არსებობაზე საუბრობს, რასაც კატეგორიულად უარყოფენ მონასტერში მოღვაწე მღვდლები.

ინფორმაციისთვის, 4 აპრილს მიტროპოლიტმა მღვდლობიდან მამა ათენოგენი (მდივანი) განკვეთა, ხოლო 4 სასულიერო პირს, მათ შორის, მამა დანიელ გვილავას მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა.


Print