რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 24 ადამიანს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 24 სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის შესაბამისად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 343 963 შემთხვევაა გამოვლენილი.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 195 ადამიანი, სულ კი გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 327 618-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 4 773 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა


Print