ახალი ამბები
დღეიდან კვების ობიექტები სტუმრებს დახურულ სივრცეშიც მიიღებენ
1 ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად იხსნება. კერძოდ, რესტორნებს საშუალება ექნებათ, სტუმრები დახურულ სივრცეშიც მიიღონ. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში მიიღო.

ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ძალაში რჩება შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი თუ სხვადასხვა სახის იუბილე.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, 2020 წლის ნოემბრის ბოლოს დახურულმა კვების ობიექტებმა თებერვალში მუშაობა განაახლეს მხოლოდ ღია სივრცეებში, გარდა შაბათ-კვირისა. მარტიდან გაიხსნა დახურული სივრცეებიც, სადაც სტუმრების მიღება შესაძლებელი იყო მხოლოდ სამუშაო დღეებში. 17 მაისს, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კაფეებსა და რესტორნებს მისცა შაბათ-კვირას სტუმრების ღია სივრცეში მიღების უფლება.




Print