რეგიონი
სალხინოს სკოლა-პანსიონის თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა
სალხინოში წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლის თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. ისინი ჭყონდიდის ყოფილი მმართველის დროს მომატებული ხელფასის ჩამოჭრას აპროტესტებენ და ხელფასების ზრდას მოითხოვენ.

სატრაპეზოს თანამშრომლებს მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილთან სურთ შეხვედრა და საკითხის მოგვარება, რომელიც ამავე დროს, სკოლის ხელმძღვანელია. რაც შეეხება ეპარქიის მმართველის პოზიციას, მან თემი კომენტირებისას თქვა, რომ ეს მედიის საქმე არ არის.
Print