ახალი ამბები
აფხაზეთში ასეულობით მაინერი ამოიღეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 23 უკანონო მაინინგ-ფერმა გამოავლინეს, მათი მფლობელებს კი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაასკისრეს, ინფორმაციას დე ფაქტო რესპულიკის შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების აღკვეთის მიზნით ქალაქებსა და რაიონებში პერიოდულად რეიდები ტარდება. სულ შემოწმდა 180 ობიექტი და შედეგად გალის რაიონში 2 მოქმედი მაინინდგ - ფერმა გამოავლინეს, 277 და 240 აპარატით, ოჩამჩირის რაიონში - 117, სოხუმში- 87. სულ, მიმდინარე წლის მაისში დე ფაქტო შსს-მ 870-მდე კრიპტომოწყობილობა გათიშა და დალუქა.

ზამთრის პერიოდში ენერგოდეფიციტის აღმოფხვრის მიზნით, სოხუმმა 2021 წლის 31 მარტიდან კრიპტოვალუტის მომპოვებელთა საქმიანობაზე და ელექტროენერგიის უკანონოდ მოპოვებაზე კონტროლი გაამკაცრა. შედეგად, ელექტროენერგიის მოხმარება 2750 კვტ-ით შემცირდა.

ჰესზე მიმდინარე სამუშაოების გამო, 2020 წლის დეკემბრიდან, სოხუმს ელექტროენერგიით მოსკოვი ამარაგებდა.

როგორც ცნობილია, სოხუმსა და თბილისს შორის არაფორმალური შეთანხების თანახმად, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40 % აფხაზეთში მიდის, ხოლო 60 %-ს დანარჩენი საქართველო იღებს. თუმცა, სპეციალისტების შეფასებით, ბოლო წლებში აფხაზეთი რეალურად 40 %-ზე ბევრად მეტს მოიხმარდა. მათივე ინფორმაციით, აფხაზეთის ენერგოსისტემაზე დატვირთვა, ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების და მაინინგ-ფერმების ხარჯზე გაიზარდა.

ქართველი ენერგეტიკოსების შეფასებით, იმის გამო, რომ აფხაზეთში არ არის გამრიცხველიანება და მოსახლეობის დიდი ნაწილი მოხმარებული ელექტროენერგიის რეალურ საფასურს არ იხდის, კრიპტოვალუტამ დამატებითი პრობლემები შექმნა.

თუ ადრე, ზამთრის პერიოდში, საქართველო წილობრივ იხდიდა იმ ელექტროენერგიის საფასურის ნაწილს, რასაც აფხაზეთს რუსეთი აწვდიდა, წელს, ამ ხარჯების დაფარვა დე ფაქტო მთავრობას მოუხდა.

სამთვიანი რეალიბილიტაციის შემდეგ 2021 წლის 27 აპრილს ენგურჰესი ამუშავდა.




Print