ახალი ამბები
აქტივისტს კომენდანტის საათის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმა გაუუქმდა
სამოქალაქო აქტივისტს ცაბუნია ვართაგავას 2000-ლარიანი საჯარიმო ქვითარი გააუქმეს, რომელიც კომენდანტის საათის დარღვევისთვის გამოუწერეს. ვართაგავას თქმით, შსს-დან წერილი მიიღო, რომელშიც პატრულ-ინსპექტორის მიერ დაშვებულ შეცდომაზეა საუბარი და ჯარიმის გადახდა არ მოუწევს. აქტივისტმა იმის შესახებ განცხადებით, რომ მას გადაადგილებაზე დაწესებული შეღუდვა არ დაურღვევია პოლიციის სამმართველოს მიმართა.

ცაბუნია ვართაგამ საჯარიმო ქვითარი 11 მაისს მიიღო. აქტივისტის მტკიცებით, ის ე.წ. კომენდატის საათის დროს სახლში იმყოფებოდა.

Print