ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით კიდევ 69 მოქალაქე დაინფიცირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 779 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან, სამეგრელო-ზემო სვანეთში 69 დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 026 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 527 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 499 PCR ტესტით.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 876 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 779 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 401 შემთხვევა, აჭარა - 69, იმერეთი - 66, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 24, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 69, კახეთი - 37, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 24, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 347 762-ს.

Print