ახალი ამბები
ენმ-დან ზუგდიდის საკრებულოს წევრი თეიმურაზ ბასილაია იქნება
საქართველოს პარლამენტის წევრს ანა წითლიძეს ზუგდიდის საკრებულოში ენმ-ის ადგილობრივი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თემურ ბასილაია ჩაანაცვლებს. ინფორმაცია რადიო "ათინათს" თავად ბასილაიამ დაუდასტურა. 

"არის გარკვეული პროცედურები, რის შემდეგაც შევალ საკრებულოში და ვაპირებ, ვიყო აქტიური დეპუტატი", - თქვა მან.

თეიმურაზ ბასილაია 2014 წელს ზუგდიდის მერობის კანდიდატი იყო ენმ-დან, მანამდე კი საკრებულოს აპარატს ხელმძღვანელობდა.

ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ანა წითლიძეს საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით უფლებამოსილება დღეს შეუწყდა.


Print