ახალი ამბები
ზუგდიდის ბიუჯეტი 2 მილიონამდე ლარით გაიზარდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 1 942 700 ლარის ოდენობით გაიზარდა და 54 063 300 ლარით განისაზღვრა, ნაცვლად ადრე დამტკიცებული 52 120 600 ლარისა. შესაბამისი ცვლილება საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

აღნიშნული თანხა მიზნობრივი ტრანსფერია, ის რეგიონული განვითარების ფონდმა გამოყო და შემდეგ პროექტებს მოხმარდება:

თამარ მეფის ქუჩის, ყულიშკარისა (საროგაოს უბანი) და ცაცხვის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია;

ჭაქვინჯის (ბაღმარანის უბანი), ნარაზენის (საბეჭვაიოს უბანი) და ჭკადუაშის (პაპავების უბანი) ადმინისტრაციულ ერთეულებში წყალმომარაგების ქსელის მოწყობა;

წმ. გიორგის სახელობის ეკლესიამდე მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა.
Print