ახალი ამბები
8 ივნისამდე საქართველოში წვიმა, სეტყვა და ქარია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +24, +29 გრადუსია მოსალოდნელი.

დედაქალაქში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.
Print