ახალი ამბები
გამოქვეყნდა დევნილთა სია, რომელთაც სოფელში სახლს შეუძენენ
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 130 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის.

იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც  მათ  სამთვიანი ვადა მიეცათ. სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის თქმით, სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.

„კიდევ 130 დევნილ ოჯახს სოფლად სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს შევუსყიდით. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში, თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა გავზარდეთ“, - აღნიშნა სიმონიშვილმა.

გასულ თვეს, პროგრამით 400-მა დევნილმა ოჯახმა ისარგებლა. 

ინფორმაციისთვის, პროგრამა 2013 წელს დაიწყო და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
Print