ახალი ამბები
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 42 ახალი შემთხვევა დაადასტურა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ბოლო მონაცემებით, 234 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 42-ს Сovid–19 დაუდასტურდა, ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, ამ ეტაპზე გუდაუთის კლინიკაში 28 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 11-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში - 38 პაციენტია მოთავსებული, მათგან 6 ადამიანია მძიმე მდგომარეობაშია, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 11, გაგრის საავადმყოფოში - 14, ტყვარჩელში კი 8.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 505 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 14 772, გარდაიცვალა 236 კოვიდინფიცირებული პაციენტი.

Print