ახალი ამბები
დევნილ ვეტერანთა ოჯახები ზუგდიდში ბინებს მიიღებენ - სია
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს ქუთაისსა და ზუგდიდში ახალაშენებულ კორპუსებში ბინებს გადასცემს. მათი სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"სააგენტოს დირექტორი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნია. იძულებით გადაადგილებული პირების მიღება ქუთაისში (აბაშიძის გამზ. N27), სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოში 8 ივნისს 12:00 საათზე დაიწყება და 11 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ზუგდიდში ბინები გადაეცემათ

Print