ახალი ამბები
წალენჯიხასა და ჩხოროწყუში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წალენჯიხასა და ჩხოროწყუში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები გამოავლინეს. უწყების ცნობით, მოქალაქეებმა სატყეო ტერიტორიებზე წიწვოვანი და მურყანის სახეობის ხეები მოჭრეს.

კერძოს, დაბა ჯვარში, ხოკოს უბანში მოქალაქემ 8 ძირი თხმელას (მურყანი) სახეობის ხე მოჭრა და 26 ერთეული მრგვალი ხე-ტყე(მორი) დაამზადა. ისინი ჭრის ადგილზე ჰქონდა განთავსებული.

სოფელ ჯგალში, 10 ძირი თხმელას ხე მოჭრეს და 2 მ³ მერქანი ადგილზე დაამზადეს.

ჩხოროწყუს სოფელ თაიას ტერიტორიაზე მოქალაქემ 5 ერთეული წიწვოვანი სახეობის ხე მოჭრა და მისგან დამზადებული 24 ერთეული მორის ტრანსპორტირებას ტრაქტორის საშუალებით ახდენდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მორები დალუქეს.

Print