ახალი ამბები
ბოლო ერთ თვეში სამეგრელო-ზემო სვანეთში ხე-ტყის მოპოვების 15 უკანონო ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2021 წლის 1-ელი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 139 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, 15 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა.

უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი შემთხვევებიდან, 13 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 630 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

Print