ახალი ამბები
ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ
ფოთში, ზღვაში 25 წლამდე მამაკაცს მეორე დღეა ეძებენ. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და წყალში შესვლიდან მალევე გაუჩინარდა. ის, სავარაუდოდ, წყალმა გაიტაცა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები, პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
Print