ახალი ამბები
აფხაზეთში 2 რუს ტურისტს ამ დრომდე ეძებენ
აფხაზეთში რამდენიმე დღის წინ მდინარე გეგში ჩავარდნილი ახალგაზრდა ქალისა და 13 მაისს მდინარე გუმისტას სათავეებთან დაკარგული ტურისტის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს ცნობით, ვლადიმერ ულიანოვის სამძებრო სამუშაოებში ჩართული მოხალისეების ალპური ზონიდან ევაკუაცია გახდა საჭირო. მანამდე, მოხალისეებმა, აფხაზი მაშველების თანხლებით, გაიარეს მარშრუტი, რომელზეც გადაადგილდებოდა ტურისტი, თუმცა უშედეგოდ.

რაც შეეხება ბზიფის ხეობაში წყალში დაკარგულ დარია მანასოვას, უწყების განმარტებით, ადიდებული მდინარე და ძლიერი დინება მათ ფსკერის დათვალიერების საშუალებას არ აძლევს.


Print