ახალი ამბები
წალენჯიხაში მამაკაცი ფუტკრის კბენიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა
წალენჯიხაში შუახნის მამაკაცი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მას ფუტკარმა უკბინა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია ადასტურებს. მისივე თქმით, მამაკაცი მეზობლის სახლში საქმიანობდა, რა დროსაც მას მწერმა უკბინა.

"სახლში შესულა, სანამ ოჯახის წევრები პრეპარატას ეძებდნენ, რომ გაეკეთებინათ მისთვის, გარდაცვლილა. სასწრაფოც გამოიძახეს, თუმცა ექიმებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ", - ამბობს ფარცვანია.

შემთხვევა დღეს მოხდა.
Print